Georgia in San Francisco

Georgia in San Francisco The Consulate General provides assistance and services to the Georgian citizens living in the US

06/08/2026

სან-ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციების ჰაბი - BRID. GE ოფიციალურად გაიხსნა

GEO/ENG👇🇬🇪🇺🇸2026 წლის 4 ივნისს, აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში გაიმართა საქართველოს ინოვაციების ჰაბის - BRID. GE ოფიციალურ...
06/08/2026

GEO/ENG👇

🇬🇪🇺🇸2026 წლის 4 ივნისს, აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში გაიმართა საქართველოს ინოვაციების ჰაბის - BRID. GE ოფიციალური გახსნის ცერემონია.

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. მან ხაზი გაუსვა სან-ფრანცისკოში, რომელიც ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალურ სიმბოლოს წარმოადგენს, ქართული ინოვაციების ჰაბის შექმნის მნიშვნელობას

„ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება. ეს ხიდი, რომელიც დღეს ოფიციალურად იხსნება, უნდა იქცეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და შესაძლებლობების, არამედ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების ძლიერ ინსტრუმენტად," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

🇬🇪🇺🇸On 4 June 2026, the official inauguration ceremony of Georgia’s Innovation Hub, BRID. GE, was officially launched today in San Francisco, USA.

At the event, the Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili, addressed the assembled guests. She emphasized the significance of establishing a Georgian Innovation Hub in San Francisco, a city globally recognized as a symbol of innovation and creativity.

“We are creating a new bridge that will connect ideas with new opportunities and transform Georgia into a place where dreams are not constrained by geography. This bridge, officially launched today, is intended to become a powerful instrument not only for linking our countries and opportunities but also for connecting people,” stated Maka Botchorishvili.

🌐ვრცლად იხილეთ : https://mfa.gov.ge/news/880387-san-phrantsiskoshi-qartuli-inovatsiebis-habi-gaikhsna

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
05/28/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/077749-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

05/27/2026
🇬🇪საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, სან-ფრანცისკოს მერიის შენობაზე საქართველოს ეროვნული დროშა საზეიმო ვითარებ...
05/27/2026

🇬🇪საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, სან-ფრანცისკოს მერიის შენობაზე საქართველოს ეროვნული დროშა საზეიმო ვითარებაში აღიმართა. გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სან ფრანცისკოს მერიის შენობაში გაიმართა.
მიღებას სან ფრანცისკოს მერიის, სახლემწიფო დეპარტამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები ესწრებოდნენ.

სან-ფრანცისკოს მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი, სან-ფრანცისკოში, ქართულ-ამერიკული მეგობრობისა და მემკვიდრეობის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დეკლარაცია სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ კონსულს ლევან ყულიჯანიშვილს გადაეცა.

🇬🇪 In honor of Georgia’s Independence Day, the Georgian flag was raised at San Francisco City Hall.
By official proclamation of Mayor Daniel Lurie, May 26 is now recognized as Georgian-American Friendship and Heritage Day.

The flag-raising ceremony was attended by City Hall representatives, members of the Consular Corps, representative of Office of Foreign Mission, and friends of Georgia in San Francisco.

05/26/2026
📣 ძვირფასო მეგობრებო,🇬🇪 გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 26 მაისს, 21:00 საათზე, სან-ფრანცისკოს მერიის შენობა, საქართველოს ეროვ...
05/22/2026

📣 ძვირფასო მეგობრებო,

🇬🇪 გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 26 მაისს, 21:00 საათზე, სან-ფრანცისკოს მერიის შენობა, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდება.



📣 Dear friends,

🇬🇪 On Tuesday, May 26th at 9 pm, San Francisco City Hall, will light up in white and red, in celebration of Georgia's Independence Day.

15 მაისს, ქალაქ ლონგ-ბიჩის პორტში აშშ–ევრაზიის სატრანსპორტო ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახ...
05/20/2026

15 მაისს, ქალაქ ლონგ-ბიჩის პორტში აშშ–ევრაზიის სატრანსპორტო ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გენერალური საკონსულოების და ლონგ-ბიჩის პორტისა და კალიფორნიის გარემოსა და ეკონომიკის განვითარების ფონდის (CFEE) მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლონგ-ბიჩის პორტის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში, ლევან ყულიჯანიშვილმა გახსნა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა აშშ-სა და ევრაზიის რეგიონს შორის ეკონომიკური და სატრანსპორტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. გენერალურმა კონსულმა ასევე ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ვაჭრობისა და შუა დერეფნის განვითარების პროცესში.

ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა თამარ იოსელიანმა, რომელმაც ისაუბრა შუა დერეფნის მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალზე და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე.

The Port of Long Beach hosted the US–Eurasia Transportation Forum on May 15, bringing together representatives from the diplomatic corps, transportation and logistics sectors, business leaders, and academia to discuss trade, connectivity, and the future of Eurasian transportation corridors.

The forum was held with the support of the Consulates General of Georgia, Azerbaijan, and Kazakhstan, in partnership with the Port of Long Beach and the California Foundation for Environment and Economic Development (CFEE).

Opening remarks were delivered by Consul General of Georgia in San Francisco, Levan Kulijanishvili, who emphasized the growing importance of strengthening economic and transportation ties between the United States and the Eurasian region, as well as Georgia’s strategic role in the development of the Middle Corridor.

Deputy Minister of Economy and Sustainable Development of Georgia, Ms. Tamar Iosseliani, also addressed the audience, highlighting the growing importance of the Middle Corridor, Georgia’s transit and logistics potential, ongoing infrastructure developments, and expanding regional cooperation opportunities.

🔷საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მი...
05/05/2026

🔷საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ მონაწილეობდნენ.

🔷Within the framework of the 8th Summit of the European Political Community, the Prime Minister of Georgia, IrakliKobakhidze participated in a roundtable discussion focusing on “Strengthening Connectivity and Economic Security.”

In his address, the head of state emphasized Georgia’s special role in ensuring connectivity and spoke about the major infrastructure projects being implemented by the Government of Georgia to support this function, including the Baku–Tbilisi–Kars railway, express highways, and the Anaklia deep-sea port.

Irakli Kobakhidze also highlighted the importance of diversifying transport and energy routes and, in this context, spoke about the strategic significance of the Southern Gas Corridor and the Black Sea submarine cable projects, once again reaffirming Georgia’s readiness to continue close cooperation with partners and noted that strong connectivity is one of the key preconditions for long-term stability.

The discussion, co-chaired by the Prime Minister of Croatia, Andrej Plenković and the Prime Minister of Norway, Jonas Gahr Støre, was attended by the Prime Minister of Canada, Mark Carney, the Prime Minister of Belgium, Bart De Wever, the President of the European Commission, Ursula von der Leyen, the President of North Macedonia, Gordana Siljanovska-Davkova, the Prime Minister of Slovakia, Robert Fico, and the Secretary General of the OSCE, Feridun Sinirlioğlu.

🖇️https://www.facebook.com/share/p/1DMVTmCwev/?mibextid=wwXIfr

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“📌პროექტის მიზანი:➡️...
04/14/2026

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

📌პროექტის მიზანი:
➡️ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ;
➡️დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა და დედაენის დღის აღნიშვნის ხელშეწყობა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📍კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 26 მაისს.

🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://usa.mfa.gov.ge/news/743708-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-dedaenis-dghisadmi-midzghvnil-sagranto-konkurss-chemi-ena-qart

Address

135 Main Street Ste 800
San Francisco, CA
94105

Opening Hours

Monday 9am - 6pm
Tuesday 9am - 6pm
Wednesday 9am - 6pm
Thursday 9am - 6pm
Friday 9am - 6pm

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in San Francisco posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share