Georgia in New York

Call Website Contact the organization

Georgia in New York OFFICIAL FACEBOOK PAGE OF THE CONSULATE GENERAL OF GEORGIA IN NEW YORK

ქარ/ENG👇სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც საქართველოს...
11/02/2026

ქარ/ENG👇

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ქართველ დიპლომატებს დიპლომატის დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა მათ პროფესიული საქმიანობისთვის და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წარმოჩენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა სულხან-საბა ორბელიანის და აკაკი ჩხენკელის სახელობის დიპლომატიური ჯილდოების გადაცემის ცერემონია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, დიპლომატიაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიური ჯილდო გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს და ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს რევაზ ლომინაძეს.

აკაკი ჩხენკელის სახელობის უწყებრივი ჯილდო დიპლომატიური სამსახურის გამართულად ფუნქციონირებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავას, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ კონსულს მაია ბართაიას და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს კონსულს ქეთევან ლაგვილავას.

ქარ/ENG👇

A ceremonial event marking Diplomat’s Day was held at the Palace of State Ceremonies and opened by the Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili. The President of Georgia, Mikheil Kavelashvili, the Prime Minister, Irakli Kobakhidze, and the Chairperson of the Parliament, Shalva Papuashvili, addressed the guests and congratulated diplomats on their professional day.

Maka Botchorishvili congratulated Georgian diplomats on Diplomat’s Day, thanked them for their professional service and acknowledged their contribution to safeguarding Georgia’s national interests and promoting the country on the international stage.

As part of the event, a ceremony was held for the presentation of the Sulkhan-Saba Orbeliani and Akaki Chkhenkeli Awards.
For outstanding achievements in diplomacy, the Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili, presented the Sulkhan-Saba Orbeliani Diplomatic Award to Deputy Minister of Foreign Affairs Khatuna Totladze; and Permanent Representative of Georgia to the UN office and other International Organizations in Geneva, Revaz Lominadze.

The Akaki Chkhenkeli award for contributions to the effective functioning of the diplomatic service, was conferred upon Teimuraz Lezhava, Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia to Japan, Maia Bartaia, Consul General of Georgia in New York and Ketevan Lagvilava, Consul of Georgia to the Kingdom of the Netherlands.

🌐ვრცლად იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/481228-sakhelmtsipho-tseremoniebis-sasakhleshi-diplomatis-dghisadmi-midzghvnili-sazeimo-ghonisdzieba-gaimar?fbclid=IwY2xjawVV1MlleHRuA2FlbQIxMABwZG9mAWJyaWQRMWNvcElHbm1PRmRjR2JWZDhzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEfT6ITT_YEVSnI-tnl1iPpMwc8aNK9FVt6w2M2Aul3cLjdKJn4sN2FllPf_HI_aem_DEuJHJdgeJblQYaoZTu1IA

11/02/2026

დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ქარ/ENG🔹2026 წლის 27 ოქტომბერს, ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ნიუ-იორკის ისტორიულ პენ კლუ...
10/28/2026

ქარ/ENG

🔹2026 წლის 27 ოქტომბერს, ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ნიუ-იორკის ისტორიულ პენ კლუბში საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

🔹დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, საქართველოს გენერალურმა კონსულმა მაია ბართაიამ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნიუ-იორკის უცხოელთა ოფისის რეგიონულმა დირექტორმა მარკ მაკგოვერნმა და ნიუ-იორკის ქუინსის რაიონის პრეზიდენტმა დონოვან რიჩარდმა.

🔹გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ქრისტიანობის ისტორიულ და ცივილიზაციურ მნიშვნელობას საქართველოსთვის, მის განსაკუთრებულ როლს ეროვნული თვითმყოფადობის, უნიკალური ენის, უძველესი ანბანისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში. აღინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნისა და ქართული დიასპორის ცხოვრებაში, ეროვნული იდენტობის განმტკიცებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.

🔹ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში საიუბილეო წლის განმავლობაში საქართველოში და საზღვარგარეთ მიმდინარე და დაგეგმილ კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებებზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას, საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ.

🔹ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრები, მსოფლიო საპატრიარქოსა და ბულგარეთის საპატრიარქოს მღვდელმთავრები, დიპლომატიური კორპუსის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ქარ/ENG

🔹On October 27, 2026, the Consulate General of Georgia in New York organized a formal reception at the historic Penn Club in New York City dedicated to the 1700th anniversary of the proclamation of Christianity as the state religion of Georgia.

🔹The audience was addressed by Khatuna Totladze, Deputy Minister of Foreign Affairs of Georgia; Maia Bartaia, Consul General of Georgia; Bishop Saba the Ruling Bishop of the Georgian Apostolic Orthodox Church in
North America; Archpriest Kakhaber Gogotishvili; Mark McGovern, Regional Director of the New York Foreign Missions Office of the U.S. Department of State; and Donovan Richards, President of the Borough of Queens, New York.

🔹The speakers emphasized the historic and civilizational significance of Christianity for Georgia and its special role in preserving the nation’s identity, unique language, ancient alphabet, and cultural heritage. They highlighted the important contribution of the Georgian Orthodox Church to the life of the country and the Georgian diaspora, the strengthening of national identity, and the promotion of Georgian culture.

🔹Attention was also drawn to the cultural, educational, and scientific events taking place and planned throughout the anniversary year in Georgia and abroad within the framework of joint initiatives by the Government of Georgia and the Patriarchate. The speakers stressed the importance of deepening friendly relations and people-to-people ties between Georgia and the United States, as well as Georgia’s commitment to democratic development, sovereignty, and European integration.

🔹The event was attended by members of the delegation of the Patriarchate of Georgia, hierarchs of the Ecumenical Patriarchate and the Bulgarian Patriarchate, as well as representatives of the diplomatic corps, the U.S. Department of State, and local authorities.

ქარ/ENG🔹საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრო...
10/24/2026

ქარ/ENG

🔹საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებს საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია, რომელმაც ჩამოაბრძანა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატი და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილები.

🔹საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ აღავლინა საღვთო ლიტურგია დავით აღმაშენებლისა (პენსილვანიის შტატი, პოკონო) და გრიგოლ ხანცთელის სახელობის ქართულ ტაძრებში (ნიუ-ჯერსის შტატი). წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, გამართულ საზეიმო ღონისძიებებზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს გენერალურმა კონსულმა, მაია ბართაიამ.

🔹სიტყვით გამოსვლისას გენერალურმა კონსულმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების უდიდეს ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის თვითმყოფადობა. მან აღნიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე, უდიდეს იმპერიათა და ცივილიზაციათა გზაგასაყარზე მყოფ ჩვენს სამშობლოს, სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოუნახა ენა, მამული და თავისუფლება.

🔹მაია ბართაიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დიასპორის წარმომადგენელთა ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში, ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციასა და თანამემამულეებს შორის კავშირების განმტკიცებაში.

🔹საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, წირვა-ლოცვა ასევე აღევლინა ბრუკლინის, მანჰეტენისა და ფილადელფიის სამრევლოებში.

ქარ/ENG

🔹In connection with the 1700th anniversary of the declaration of Christianity as the state religion of Georgia, and as part of joint events organized by the Government of Georgia and the Georgian Orthodox Patriarchate, a delegation of the Patriarchate visited the United States, bringing with them the Icon of the Lot of the Mother of God and the holy relics of Saint Gabriel the Confessor and Fool for Christ.

🔹His Grace Bishop Saba, Bishop of the North American Diocese of the Georgian Orthodox Church, celebrated the Divine Liturgy at the Cathedral of Saint King David the Builder in Pocono, Pennsylvania, and the Church of Saint Grigol of Khandzta in New Jersey.Following the services, Georgia’s Consul General, Maia Bartaia, addressed the attendees at the solemn events that were held.

🔹In her remarks, the Consul General underscored the immense historical significance of the declaration of Christianity as the state religion of Georgia, an event that shaped the identity of our nation. She noted that for centuries, as our homeland stood at the crossroads of great empires and civilizations, it was precisely the Orthodox faith that preserved our language, our homeland, and our freedom.

🔹Maia Bartaia also highlighted the special role of the Georgian Orthodox Church in safeguarding the national identity of members of the diaspora, promoting the Georgian language and culture, and strengthening bonds among compatriots.

🔹As part of theanniversary celebrations, Divine Liturgy was also celebrated in the parishes of Brooklyn, Manhattan, and Philadelphia.

ქარ/ENGბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრა...
10/24/2026

ქარ/ENG

ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. შეხვედრაში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბახტიორ საიდოვი მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარტნიორული ურთიერთობების დინამიკაზე. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს და ცენტრალურ აზიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების როლს ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ,,შუა დერეფნის”საკითხს და მისი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.

განხილულ იქნა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის და გამოითქვა მზაობა აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ქარ/ENG

At the initiative of the Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs, Maka Botchorishvili, the first joint meeting of the foreign ministers of Georgia and the Central Asian countries was held in Batumi. The meeting was attended by Rashid Meredov, Deputy Chairman of the Cabinet of Ministers and Minister of Foreign Affairs of Turkmenistan, Mukhtar Tileuberdi, Minister of Foreign Affairs of the Republic of Kazakhstan, Zheenbek Kulubaev, Minister of Foreign Affairs of the Kyrgyz Republic, Sirojiddin Muhriddin, Minister of Foreign Affairs of the Republic of Tajikistan and Bakhtiyor Saidov, Minister of Foreign Affairs of the Republic of Uzbekistan.

During the meeting, the ministers discussed the dynamics of partnership relations between Georgia and the Central Asian countries. Emphasis was placed on strengthening political dialogue and cooperation based on shared interests. In this context, the importance of the strategic partnership between Georgia and Central Asia was highlighted.

Emphasis was placed on the role of Georgia and the Central Asian countries in strengthening connectivity between Europe and Asia. Particular attention was paid to the Middle Corridor and the importance of fully realising its potential.

Opportunities for expanding cooperation between Georgia and the Central Asian countries in various fields, including the economy, trade, transport and tourism, were discussed.

The significance of the first joint meeting of the foreign ministers of Georgia and the Central Asian countries for further strengthening the partnership between the countries was underscored. The participants expressed their readiness to continue cooperation within this format

https://www.facebook.com/mfageorgia/posts/pfbid02Sr16qbapa4CoF5iZuXxQXFQ2Qa1ACjHrK7nc6B6dR95nXaYFfJr2tzZx4oeng3hul

ქარ/ENG🔹2026 წლის 20 ოქტომბერს, ქ. ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა, მაია ბართაიამ შეხვედრა გამართა ამერიკის...
10/21/2026

ქარ/ENG

🔹2026 წლის 20 ოქტომბერს, ქ. ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა, მაია ბართაიამ შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უცხოელთა მისიების ოფისის ნიუ-იორკის ახლადდანიშნულ რეგიონულ დირექტორთან, მარკ მაქგოვერნთან.

🔹შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის საკითხები.

ქარ/ENG

🔹On October 20, 2026, in New York City, Georgia’s Consul General Maia Bartaia held a meeting with Mark McGovern, the newly appointed Regional Director of the New York Office of the Office of Foreign Missions of the United States Department of State.

🔹At the meeting, the parties discussed prospects for deepening bilateral cooperation, including issues related to the protection of the interests of Georgian citizens.

ქარ/ENG🔹ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა და ნიუ-იორკში უცხოელ კონსულთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა, მაია...
10/16/2026

ქარ/ENG

🔹ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა და ნიუ-იორკში უცხოელ კონსულთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა, მაია ბართაიამ, მონაწილეობა მიიღო საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაში, რომელიც სენტ-კიტსისა და ნევისის გენერალურ საკონსულოში გაიმართა.

🔹შეხვედრაზე განიხილეს საზოგადოების მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ქარ/ENG

🔹The Consul General of Georgia in New York and Vice-President of the Society of Foreign Consuls in New York, Maia Bartaiia, took part in a meeting of the Society’s Executive Committee held at the Consulate General of Saint Kitts and Nevis.

🔹During the meeting, the current activities and future plans of the Society were reviewed, together with possibilities for enhancing economic and business cooperation.

ქარ/ ENG🔹ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, მაია ბართაიამ, მონაწილეობა მიიღო ფილადელფიის საკონსულო კორპუსის...
10/12/2026

ქარ/ ENG

🔹ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, მაია ბართაიამ, მონაწილეობა მიიღო ფილადელფიის საკონსულო კორპუსის ასოციაციის 2026 წლის მესამე კვარტალურ შეხვედრაში.

🔹შეხვედრაზე განიხილეს ასოციაციის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები.

🔹ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი უნივერსიტეტების საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელებთან, რა დროსაც განხილულ იქნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ქარ/ ENG

🔹In New York City, the Consul General of Georgia, Maia Bartaia, participated in the third quarterly meeting of the Consular Corps Association of Philadelphia in 2026.

🔹At the meeting, the association’s current activities and future plans were discussed.

🔹As part of the event, a meeting was also held with the heads of the international programs of local universities, during which opportunities for deepening international cooperation with higher education institutions were discussed.

09/27/2026
ქარ/GEO 🔹ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, მაია ბართაიამ მონაწილეობა მიიღო უცხოელ კონსულთა საზოგადოების აღ...
09/11/2026

ქარ/GEO

🔹ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, მაია ბართაიამ მონაწილეობა მიიღო უცხოელ კონსულთა საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოში.

🔹შეხვედრაზე გენერალური კონსულები შეთახმდნენ
2026-2027 სამუშაო წლის სამოქმედო გეგმაზე და განსაზღვრეს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები.

ქარ/GEO

🔹In New York City, Consul General of Georgia Maia Bartaia took part in a meeting of the Executive Committee of the Society of Foreign Consuls, held at the Consulate General of the Arab Republic of Egypt.

🔹At the meeting, the Consul Generals agreed on the action plan for the 2026–2027 working year and defined the priority areas of activity.

Address

New York, NY

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in New York posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in New York:

Shortcuts

Share