Georgia in Armenia

Georgia in Armenia Embassy of Georgia to the Republic of Armenia

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
28/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://armenia.mfa.gov.ge/news/979256-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

🇬🇪2026 წლის 22 მაისს, საქართველოს საელჩოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.საზეი...
27/05/2026

🇬🇪2026 წლის 22 მაისს, საქართველოს საელჩოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მნაცაკან საფარიანი, რესპუბლიკის ხელისუფლების სხვადასხვა უწყების, სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე - ქართული საქველმოქმედო სათვისტომო „ივერიას“ წევრები, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები.

​სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა - მნაცაკან საფარიანმა.

საზეიმო ღონისძიებაზე ქართულმა ანსამბლმა „ჩვენი კვარტეტი“ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნები შეასრულა.

🇬🇪 On May 22, 2026, a ceremonial reception dedicated to Georgia’s Independence Day was held at the Embassy of Georgia.

Among the attendees were the Deputy Minister of Foreign Affairs of Georgia Lasha Darsalia, the Acting Minister of Foreign Affairs of the Republic of Armenia Mnatsakan Safaryan, representatives of various governmental institutions of the Republic of Armenia, heads of the diplomatic corps accredited in Armenia and representatives of international organizations, as well as members of the Georgian charitable community “Iveria” and citizens of Georgia and Armenia.

Welcoming remarks were delivered by the Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia to Armenia George Sharvashidze, Deputy Minister of Foreign Affairs of Georgia Lasha Darsalia, and the Acting Minister of Foreign Affairs of Armenia Mnatsakan Safaryan.

During the ceremonial event, the Georgian ensemble Chveni Kvarteti (“Our Quartet”) performed the national anthems of Georgia and the Republic of Armenia.

27/05/2026
🇬🇪 სომხეთში, ქ. ერევანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად , ერევნის ტელეანძა საქართველოს დროშის ფერებში გან...
26/05/2026

🇬🇪 სომხეთში, ქ. ერევანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად , ერევნის ტელეანძა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

25/05/2026
GEO/ENG👇2026 წლის 5 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ "ერევნის დიალოგის" ფარგლებში მონაწილეობა ...
06/05/2026

GEO/ENG👇

2026 წლის 5 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ "ერევნის დიალოგის" ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - "სამხრეთ კავკასია გარდამტეხ მომენტში: მშვიდობისა და თანამშრომლობის პერსპექტივები."

გამოსვლაში ლაშა დარსალიამ ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე. მინისტრის მოადგილის შეფასებით, სამხრეთ კავკასია დღეს ყალიბდება მშვიდობისა და თანამშრომლობის სივრცედ, რაც მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის სტაბილური განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის და რეგიონს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით მიმზიდველ ჰაბად აქცევს. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლსა და გაწეულ ძალისხმევას რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების, ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.

On 5 May 2026, within the framework of the Yerevan Dialogue, the Deputy Minister of Foreign Affairs Lasha Darsalia participated in a panel discussion entitled “South Caucasus at a Turning Point: Prospects for Peace and Cooperation.”

In his remarks, Mr. Darsalia focused on the ongoing political and economic processes in the South Caucasus region. In the Deputy Minister’s assessment, the South Caucasus is currently evolving into a space of peace and cooperation. This creates significant opportunities for sustainable development and economic growth and positions the region as an attractive hub for trade, investment and connectivity. In this context, he underscored Georgia’s important role and efforts in strengthening regional stability, deepening economic integration and enhancing cooperation.

https://www.facebook.com/mfageorgia

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიი...
05/05/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ მონაწილეობდნენ.

Վրաստանի վարչապետ Իրակլի Կոբախիձեն Եվրոպական քաղաքական համայնքի 8-րդ գագաթնաժողովի շրջանակում մասնակցել է կլոր սեղանի ձևաչափով քննարկման՝ «Կապակցվածության ամրապնդում և տնտեսական անվտանգություն» թեմայով։

Իր ելույթում կառավարության ղեկավարը ընդգծել է Վրաստանի առանձնահատուկ դերը կապակցվածության ապահովման գործում և ներկայացրել է այն խոշոր ենթակառուցվածքային նախագծերը, որոնք Վրաստանի կառավարությունը իրականացնում է այդ նպատակի համար։ Դրանց թվում են Բաքու–Թբիլիսի–Կարս երկաթուղին, արագընթաց ավտոմայրուղիները և Անակլիայի խորջրյա նավահանգիստը։

Իրակլի Կոբախիձեն նաև կարևորել է տրանսպորտային և էներգետիկ երթուղիների դիվերսիֆիկացիան և այդ համատեքստում խոսել է Հարավային գազային միջանցքի և Սև ծովի ստորջրյա մալուխի նախագծերի ռազմավարական նշանակության մասին։

Վրաստանի կառավարության ղեկավարը ևս մեկ անգամ վերահաստատել է գործընկերների հետ սերտ համագործակցությունը շարունակելու պատրաստակամությունը՝ նշելով, որ ուժեղ կապակցվածությունը երկարաժամկետ կայունության կարևորագույն նախապայմաններից մեկն է։

Քննարկմանը, որը համանախագահում էին Խորվաթիայի վարչապետ Անդրեյ Պլենկովիչը և Նորվեգիայի վարչապետ Յոնաս Գար Ստյորեն, մասնակցել են նաև Կանադայի վարչապետ Մարկ Քարնին, Բելգիայի վարչապետ Բարտ Դե Վևերը, Եվրոպական հանձնաժողովի նախագահ Ուրսուլա ֆոն դեր Լայենը, Հյուսիսային Մակեդոնիայի նախագահ Գորդանա Սիլյանովսկա-Դավկովան, Սլովակիայի վարչապետ Ռոբերտ Ֆիցոն և ԵԱՀԿ գլխավոր քարտուղար Ֆերիդուն Սինիրլիօղլուն։

https://www.facebook.com/photo?fbid=1378742430953433&set=a.292724532888567

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს. სამიტის მო...
05/05/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს.

სამიტის მონაწილე ლიდერებს ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მასპინძლობს.

მთავრობის მეთაური ევროპელ ლიდერებს დღეს სიტყვით მიმართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამიტი გამოყენებული იქნება ორმხრივი შეხვედრებისთვისაც, სიტყვით გამოსვლისას კი ყურადღება დაეთმობა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროპისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

„ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად - დასავლეთთან ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია, ამაზე აქტიურად გვექნება საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაური დაესწრო სამიტის პლენარულ სესიას, რომელიც მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გახსნეს.

სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

Վրաստանի վարչապետ Իրակլի Կոբախիձեն մասնակցում է Եվրոպական քաղաքական համայնքի (EPC) 8-րդ գագաթնաժողովին։

Գագաթնաժողովը Երևանում հյուրընկալում է Հայաստանի Հանրապետության վարչապետ Նիկոլ Փաշինյանը։
Այսօր կառավարության ղեկավարը եվրոպացի առաջնորդներին կդիմի կլոր սեղանի ձևաչափով քննարկման ընթացքում, որի հիմնական թեման է կապակցվածության ամրապնդումը և տնտեսական անվտանգությունը։

Կոբախիձեի հայտարարությամբ՝ գագաթնաժողովը կօգտագործվի նաև երկկողմ հանդիպումների համար, իսկ իր ելույթում ուշադրություն կդարձվի Եվրոպայի համար Վրաստանի առանձնահատուկ դերին կապակցվածության տեսանկյունից։

«Մենք յոթ երկրներ ենք կապում Սև ծովի հետ և համապատասխանաբար՝ Արևմուտքի հետ՝ տնտեսական և առևտրային տեսանկյունից, և բնականաբար այս թեմայի շուրջ ակտիվորեն կխոսենք։ Վրաստանը շատ մեծ նշանակություն ունի Եվրոպայի համար կապակցվածության տեսանկյունից», — նշել է Իրակլի Կոբախիձեն։

Վարչապետը մասնակցել է նաև գագաթնաժողովի լիագումար նիստին, որը բացել են ընդունող երկրի վարչապետ Նիկոլ Փաշինյանը և Եվրոպական խորհրդի նախագահ Անտոնիո Կոշտան։

Գագաթնաժողովի մասնակից առաջնորդները նաև համատեղ լուսանկար են արել։

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=1378617640965912&id=100064530678988&mibextid=wwXIfr&rdid=ZRyweyT86U18BKtp #

22/04/2026

Address

Tsarav Aghbyur 127, წარავ აღბიურის ქ. 127
Yerevan
0052

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in Armenia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in Armenia:

Share