Georgia in Austria / OSCE / UN

Georgia in Austria / OSCE / UN Georgia in Austria
Tel: +43 1 403 98 48 0
Tel: +43 1 71 036 11 (Consulate)
[email protected]

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
28/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://austria.mfa.gov.ge/news/032221-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

27/05/2026
2026 წლის 22 მაისს, საელჩომ უმასპინძლა სიმონ არშაულიძის შემოქმედებით საღამოს, რომლის ფარგლებშიც წიგნის „თუშნო წყალობა ჯვ...
25/05/2026

2026 წლის 22 მაისს, საელჩომ უმასპინძლა სიმონ არშაულიძის შემოქმედებით საღამოს, რომლის ფარგლებშიც წიგნის „თუშნო წყალობა ჯვარისა“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ქართულ და გერმანულ ენებზე დიასპორული პროექტების კონკურსის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

საღამოს დასაწყისში სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წიგნის ავტორმა, სიმონ არშაულიძემ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ. შემდეგ კი, სიმონ არშაულიძემ, ქართული დიასპორის სხვადასხვა თაობის წარმომდგენლებთან და საელჩოს თანამშრომლებთან ქართულ და გერმანულ ენებზე წაიკითხეს ნაწარმოებები წიგნიდან „თუშნო წყალობა ჯვარისა“.

საღამოზე ქ. ვენის წმ. კეთილმსახურ დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის სამრევლოს მგალობლებმა შეასრულეს ქართული საგალობლები და თანამედროვე სიმღერები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები, ქართული დიასპორისა და ავსტრიული საზოგადოების წარმომდგენლები.

2026 წლის 16-18 მაისს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საერთაშორისო ღვინის გამოფენა „VieVinum 2026“ გაიმართა, რომელშიც საქართვ...
19/05/2026

2026 წლის 16-18 მაისს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საერთაშორისო ღვინის გამოფენა „VieVinum 2026“ გაიმართა, რომელშიც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით პირველად მონაწილეობდა. „VieVinum“ ავსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღვინის გამოფენაა, რომელიც ვენაში 1998 წლიდან იმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები, სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები და ღვინის მოყვარულები მონაწილეობენ.

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ, ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე აუდიტორიას. ელჩმა საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქართული ღვინის 8000-წლიან ტრადიციაზე, რომელიც ქვეყნის კულტურული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. მისი თქმით, ღვინოს საქართველოსთვის არა მხოლოდ ისტორიული და ეკონომიკური დატვირთვა აქვს, არამედ კულტურის, სტუმართმოყვარეობისა და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მან ასევე ხაზი გაუსვა ქართული ქვევრის ღვინის უნიკალურ ტრადიციას, რომელიც UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

გამოფენის ოფიციალურ გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ გამოფენის დამფუძნებელი და ორგანიზატორი ალექსანდრა გრასკი-ჰოფმანი, ავსტრიის ღვინის მარკეტინგის მმართველი დირექტორი კრის იორკი, ავსტრიის მევენახეთა ასოციაციის პრეზიდენტი იოჰანეს შმუკენშლაგერი და ავსტრიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური მდივანი იოჰანეს აბენტუნგი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, VieVinum 2026-ში 24 ქართული ღვინის კომპანია მონაწილეობდა და საერთაშორისო აუდიტორიას ქართული ღვინის კულტურა, უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები და თანამედროვე და ტრადიციული მეღვინეობის სინთეზი წარუდგინა. გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული ღვინის სპეციალური მასტერკლასი.

ხმა მიეცი საქართველოს! 🇬🇪გადადი ბმულზე 👉 https://vote.eurovision.com/
11/05/2026

ხმა მიეცი საქართველოს! 🇬🇪

გადადი ბმულზე 👉 https://vote.eurovision.com/

2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს.8 მაისს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს...
11/05/2026

2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს.

8 მაისს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ჯგუფ „ბზიკებს“ უმასპინძლა. შეხვედრას ავსტრიის სხვადასხვა მიწიდან ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე, ქ. ვენის წმ. კეთილმსახურ მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იღუმენი ილია (ჩადუნელი) ესწრებოდნენ.

„ბზიკები“ ასევე ესტუმრნენ საქართველოს მხარდასაჭერად გახსნილ “ფან-კაფეს” და გულშემატკივრებს შეხვდნენ.

ჯგუფი „ბზიკები“ საბავშვო ევროვიზიის საქართველოს პირველი გამარჯვებულები არიან.

2026 წლის ევროვიზიის 70-ე საიუბილეო კონკურსს ავსტრიის დედაქალაქი - ვენა მასპინძლობს.

საქართველოს საელჩო ქართველ შემსრულებლებს წარმატებებს უსურვებს.

2026 წლის 10 მაისს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ და სსიპ ვ...
11/05/2026

2026 წლის 10 მაისს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ მსხვერპლთა ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ქართულმა დელეგაციამ მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

მაუთჰაუზენსა და მის ახლო მდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალურ დაფასთან მამა არსენმა მათი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

2026 წლის 4-5 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე სამუშაო ვიზი...
06/05/2026

2026 წლის 4-5 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ავსტრიის შტირიის ფედერალურ მიწაზე.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა შეხვედრები გამართა შტირიის მიწის გუბერნატორთან მარიო კუნასეკთან, მიწის ადგილობრივი პარლამენტის (ლანდტაგის) პრეზიდენტთან გერალდ დოიჩმანთან, ქ. გრაცის მერთან ელკე კართან, ადგილობრივი სავაჭრო/ეკონომიკური პალატის დირექტორთან კარლ-ჰაინც დერნოშეკთან და პალატასთან არსებული ინტერნაციონალიზაციის ცენტრის დირექტორთან, კარლ ჰარტლებთან. შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს, კერძოდ კახეთის რეგიონსა და შტირიის მიწას შორის არსებულ ხანგრძლივ და ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას, მისი გაღრმავების სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებს.

ელჩმა ასევე შეხვედრები გამართა გრაცის უნივერსიტეტის რექტორთან პეტერ რიგლერთან, ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორთან პეტერ მოზერთან, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლეობენის უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში, ავსტრიაში მყოფ ქართველ სტუდენტებთან.

GEO/ENG👇საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილ...
04/05/2026

GEO/ENG👇

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ მონაწილეობდნენ.

Irakli Kobakhidze, Prime Minister of Georgia participated in a roundtable discussion on Strengthening Connectivity and Economic Security within the framework of the 8th Summit of the European Political Community (EPC).

In his remarks, the Head of Government underscored Georgia's distinctive role in enhancing connectivity and highlighted major infrastructure projects undertaken by the government to support this function, including the Baku-Tbilisi-Kars (BTK) railway, the development of modern highways and the Anaklia Deep Sea Port.

Irakli Kobakhidze also emphasized the importance of diversifying transport and energy routes, referring in this context to the strategic significance of the Southern Gas Corridor and the Black Sea Submarine Cable Project.

The Prime Minister reaffirmed Georgia's readiness to continue close cooperation with partners and noted that strong connectivity is one of the key prerequisites for long-term stability.

The discussion was co-chaired by Andrej Plenković, Prime Minister of Croatia and Jonas Gahr Støre, Prime Minister of Norway. Participants included Mark Carney, Prime Minister of Canada; Bart De Wever, Prime Minister of Belgium; Ursula von der Leyen, President of the European Commission; Gordana Siljanovska-Davkova, President of North Macedonia; Robert Fico, Prime Minister of Slovakia and tFeridun Sinirlioğlu, Secretary General of the Organization for Security and Cooperation in Europe (OSCE).

https://www.facebook.com/share/p/18cwc5HYuH/?mibextid=wwXIfr

Adresse

Rudolfsplatz 2/8
Wien
A–1010

Öffnungszeiten

Montag 09:00 - 18:00
Dienstag 09:00 - 18:00
Mittwoch 09:00 - 18:00
Donnerstag 09:00 - 18:00
Freitag 09:00 - 18:00

Telefon

+4317103611

Benachrichtigungen

Lassen Sie sich von uns eine E-Mail senden und seien Sie der erste der Neuigkeiten und Aktionen von Georgia in Austria / OSCE / UN erfährt. Ihre E-Mail-Adresse wird nicht für andere Zwecke verwendet und Sie können sich jederzeit abmelden.

Die Organisation Kontaktieren

Nachricht an Georgia in Austria / OSCE / UN senden:

Teilen