საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
Call Directions Website Contact the organization

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი Georgian National Film Center (GNFC) ეროვნული კინოცენტრი

ეროვნული კინოცენტრი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას კინოს სფეროში.

კინოცენტრი წარმოადგენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შეიქმნა ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნით.

Georgian National Film Center

The National Film Center sets state policy in the film sector. The Film Center is a legal entity of public law under the Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia tasked with providing state support to national cinematography.

ქართული ანიმაციის საერთაშორისო წარმატება!მამუკა ტყეშელაშვილის  მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა „როცა ზღვა იყო მშვიდი...
01/11/2026

ქართული ანიმაციის საერთაშორისო წარმატება!

მამუკა ტყეშელაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა „როცა ზღვა იყო მშვიდი“ დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების 69-ე საერთაშორისო ფესტივალზე - DOK Leipzig-საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის Mephisto Award-ის ჯილდო და ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.

ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი კინოფესტივალის ორ საკონკურსო სექციაში იყო წარდგენილი.

ვულოცავთ რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილსა და მთელ შემოქმედებით გუნდს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას.

ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის  ფილმი ,,მთვარე მამაა ჩემი" ანტალიის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს...
31/10/2026

ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ფილმი ,,მთვარე მამაა ჩემი" ანტალიის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელია, ნომინაციაში ,,საუკეთესო მხატვრული ფილმი".

ფილმი გადაღებულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

ვულოცავთ რეჟისორს და შემოქმედებით ჯგუფს კიდევ ერთ საერთაშორისო წარმატებას!

31/10/2026

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მოწვევით, საქართველოს პირველად ეწვია საფრანგეთის სინემათეკის (La Cinémathèque française) წარმომადგენელი და პროგრამების კურატორი პოლინ დე რეიმონი.

საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში, თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, პოლინ დე რეიმონმა ქართველ მაყურებელს ფრანგული კინოკლასიკა წარუდგინა. ასევე, თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ფრანგულ კინოზე და განიხილეს საფრანგეთის სინემათეკის მიერ წარმოდგენილი ფილმები.

ფესტივალის გახსნაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ აღდგენილი ორი ქართული ფილმი, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ციფრულად რესტავრირებული „მაგდანას ლურჯა“ და ალექსანდრე რეხვიაშვილის „XIX საუკუნის ქართული ქრონიკები“.

ვულოცავთ რეჟისორ ლევან კოღუაშვილსა და „გურიას“ შემოქმედებით გუნდს აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე (Asia-Pacific Scr...
30/10/2026

ვულოცავთ რეჟისორ ლევან კოღუაშვილსა და „გურიას“ შემოქმედებით გუნდს აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე (Asia-Pacific Screen Awards) მოპოვებულ უმაღლეს აღიარებას - გამარჯვებას ნომინაციაში „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი“.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, APSA-ს ჯილდოს საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება „აზიურ ოსკარად“ მოიხსენიებს. ამ პრესტიჟულ ფესტივალზე მოპოვებული მთავარი პრიზი ქართული კინემატოგრაფის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ამასთანავე, სწორედ ეროვნული კინოცენტრის სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ფილმი „გურია“ წარდგენილია საქართველოს ოფიციალურ განაცხადად ამერიკის კინოაკადემიის 99-ე დაჯილდოებაზე („ოსკარი“), ნომინაციაში „საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი“.

ვუსურვებთ ფილმს წარმატებულ საერთაშორისო ასპარეზს!

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მოწვევით საქართველოს პირველად ეწვია საფრანგეთის კინოთეკის დელეგაცია (La Cinémathèque fr...
27/10/2026

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მოწვევით საქართველოს პირველად ეწვია საფრანგეთის კინოთეკის დელეგაცია (La Cinémathèque française), რომელიც თბილისის საარქივო ფილმების ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

📆თბილისის საარქივო ფილმების მე-5 საერთაშორისო ფესტივალი TIAF 2026 დღეს გაიხსნება და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ქართველ მაყურებელს ფრანგულ კინოკლასიკას ფრანგული კინოთეკის პროგრამების კურატორი პოლინ დე რეიმონი წარუდგენს. ღონისძიებაზე ის ისაუბრებს კინოთეკის ისტორიაზე, კინემატოგრაფიული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, ფილმების კონსერვაციასა და კინოპროგრამების შედგენის პრინციპებზე. საფესტივალო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 1928–1964 წლებში გადაღებული სამი ფრანგული მხატვრული ფილმი.

1936 წელს ანრი ლანგლუასა და ჟორჟ ფრანჟიუს ინიციატივით დაარსებული საფრანგეთის კინოთეკა მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინემატოგრაფიული ინსტიტუციაა, რომელიც კინომემკვიდრეობის დაცვას, კვლევასა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას ემსახურება.

თბილისის საარქივო ფილმების მე-5 საერთაშორისო ფესტივალის თემაა „აღდგენილი მეხსიერება: არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში“. ოთხი დღის განმავლობაში ეროვნული არქივის კინოთეატრში მაყურებელი 12 კინოინსტიტუციის ციფრულად რესტავრირებულ საარქივო ფილმებს გაეცნობა. ფესტივალის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და ბათუმის სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმის პროგრამები.

ფესტივალი საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2026 წელს ციფრულად რესტავრირებული თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმით „მაგდანას ლურჯა“ გაიხსნება. ფილმმა 1956 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია!

26/10/2026

სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ამირანი 2026“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 20-25 ოქტომბერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მე-19 საერთაშორისო ფესტივალი „ამირანი“ გაიმართა.

🏆 მთავარი ჯილდოების მფლობელები გახდნენ:
🥇 გრან-პრი -Second Spring (რეჟ. ოლექსი ჩუბუნი, ჩეხეთი);
🎥 საუკეთესო მხატვრული ფილმი -One Arm (რეჟ. მატეო მილიონე, არგენტინა);
🎥 საუკეთესო დოკუმენტური ფილმი -The Shore of a Witness (რეჟ. ტეო ალაზრაკი, არგენტინა);
🎨 საუკეთესო ანიმაციური ფილმი -Growth Project (ჩეხეთი);
🇬🇪 ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და სტუდენტური ჟიურის პრიზი - „აქ ვარ“ (რეჟ. საბა ბოდოკია, საქართველო).

ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულები გახდნენ ლუკა კოპალეიშვილი, ლიზა ჩადუნელი და ნინა დიდებაშვილი.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს!

🎞️ 2027 წელს ფესტივალი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს!

🎬 ლევან კოღუაშვილს კინემატოგრაფიაში გამორჩეული შემოქმედებითი ხედვისა და კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლი...
24/10/2026

🎬 ლევან კოღუაშვილს კინემატოგრაფიაში გამორჩეული შემოქმედებითი ხედვისა და კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს გლობუსი"-ს სპეციალური ჯილდო გადაეცა!

ცნობილ ქართველ რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს ლევან კოღუაშვილს ჯილდო „ოქროს გლობუსი"-ს გალა დაჯილდოებაზე Silk Road Tribute Gala გადასცეს, რომელიც 2026 წლის 23–24 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა.

ლევან კოღუაშვილმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „მეოთხე ბრაიტონი“, „ქუჩის დღეები“, „შემთხვევითი პაემნები“ და „გოგიტას ახალი ცხოვრება“.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის რიგით 99-ე „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს სახელით სწორედ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ წარადგინა.

Silk Road Tribute Gala-ზე ლევან კოღუაშვილთან ერთად ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის გამორჩეული ხელოვანებიც დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი მამუკა ბლიაძე.

🇬🇪 ლევან კოღუაშვილის საერთაშორისო აღიარება ქართული კინოს მნიშვნელოვანი წარმატებაა და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართველი კინემატოგრაფისტების შემოქმედებით პოტენციალს საერთაშორისო ასპარეზზე.

ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია“ კიდევ ერთი ევროპული პრემიერა ლუქსემბურგში გაიმართა.    21 ოქტომბერს, ლუქსემბურგის კინოთ...
23/10/2026

ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია“ კიდევ ერთი ევროპული პრემიერა ლუქსემბურგში გაიმართა.

21 ოქტომბერს, ლუქსემბურგის კინოთეატრ Ciné Utopia-ში, ლევან კოღუაშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის საპრემიერო ჩვენება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის CinEast Festival 2026-ის ფარგლებში გაიმართა. ჩვენებას ესწრებოდნენ ფილმის რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, თანაპროდიუსერი დონატო როტუნო და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვახტანგ მახარობლიშვილი.

„გურია“ საქართველო-ლუქსემბურგის კოპროდუქციაა, რომელიც ლუქსემბურგულ საპროდიუსერო კომპანია Tarantula Luxembourg-თან თანამშრომლობით შეიქმნა.

CinEast Festival ლუქსემბურგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყოველწლიური კინომოვლენაა, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კინემატოგრაფიასა და კულტურას საერთაშორისო აუდიტორიას აცნობს.

11 ნოემბრიდან ფილმი „გურია“ ლუქსემბურგის კინოგაქირავებაში გამოვა, რაც ქართული კინოს საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

თბილისში სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ამირანი 2026“ გაიხსნა!  თბილისის მე-19 სტუდენტური ფილმების საერთაშო...
21/10/2026

თბილისში სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ამირანი 2026“ გაიხსნა!

თბილისის მე-19 სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „ამირანი“, რომელიც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 20–25 ოქტომბერს ტარდება, 18 ქვეყნიდან, 23 კინოსკოლიდან 32 ფილმია წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყობა კინოჩვენებები, მასტერკლასები, კინოსკოლების პრეზენტაციები და საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმი.

საფესტივალო კინოჩვენებები 21–24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ელდარ შენგელაიას სახელობისა და წითელ დარბაზებში გაიმართება, რომელზეც დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია.

📣 საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს  "სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2026–2027 წლის წარმო...
19/10/2026

📣 საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს
"სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2026–2027 წლის წარმოების დაფინანსება“!

📽️კონკურსის მიზანია ეროვნული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების ხელშეწყობა.

კონკურსის ბიუჯეტი: 3 000 000 ლარი
ერთი პროექტის მაქსიმალური დაფინანსება: 1 000 000 ლარი
დაფინანსდება მაქსიმუმ 4 პროექტი.

განაცხადები მიიღება
2026 წლის 29 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.

📄 კონკურსის სრული პირობებისა და საჭირო დოკუმენტაციის გასაცნობად გაეცანით ოფიციალურ საკონკურსო დებულებას https://bit.ly/3VT2gyO

🎬 შექმენით ახალი ქართული კინოს შესაძლებლობები!

Address

Davit Aghmashenebeli Avenue 164
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322999200

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი:

Shortcuts

Share

Nearby government services


Other Government Organizations in Tbilisi

Show All