Georgia in Finland

Georgia in Finland This is the official Facebook profile of the Embassy of Georgia in Helsinki, Finland.

GEO/ENG 🇬🇪 🇫🇮🔹2026 წლის 11 ივნისს, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კახაბერ შიშნიაშვილმა, ფინეთის სავაჭრო პალატაში, შეხვედ...
16/06/2026

GEO/ENG
🇬🇪 🇫🇮
🔹2026 წლის 11 ივნისს, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კახაბერ შიშნიაშვილმა, ფინეთის სავაჭრო პალატაში, შეხვედრა გამართა 15-მდე ფინური კომპანიის წარმომადგენელთან, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზაციას. შეხვედრა სავაჭრო პალატის ოფისში გაიმართა ვებინარის ფორმატში.

🔹ღონისძიება გახსნა სავაჭრო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ანნე ჰატანპაამ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ფინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

🔹საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ფინური კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, მათ შორის, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე, სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც საქართველოს ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან რგოლად აქცევს. განხილულ იქნა საქართველოს რეგიონული ეკონომიკური და ლოგისტიკური ჰაბის როლი, აგრეთვე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები და პრიორიტეტული სექტორები.

🔹შეხვედრაზე, გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაგრძელებისა და ერთობლივი საინფორმაციო ღონისძიებების დაგეგმვის თაობაზე.

🇬🇪 🇫🇮

🔹 On June 11, 2026, the Chargé d’Affaires a.i., Kakhaber Shishniashvili, held a meeting with representatives of approximately 15 Finnish companies at the Finnish Chamber of Commerce. The webinar was organized to present Georgia’s economic achievements, investment opportunities, and overall business potential.

🔹 The event was opened by Anne Hatanpää, Liaison Manager, International Affairs at the Finnish Chamber of Commerce, who underscored the importance of further strengthening economic and commercial ties between Georgia and Finland.

🔹 During his presentation, the Chargé d’Affaires a.i. highlighted Georgia’s favorable investment climate and competitive economic advantages. Particular emphasis was placed on the country’s liberal economic policies, business-friendly regulatory framework, strategic geographic location, and its role as a key gateway connecting European and Asian markets. The discussion also covered Georgia’s growing significance as a regional economic and logistics hub, as well as priority sectors offering promising opportunities for foreign direct investment.

🔹 The meeting concluded with a shared commitment to further strengthening cooperation and planning joint informational activities.

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
28/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
https://finland.mfa.gov.ge/news/855575-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

27/05/2026
2026 წლის 8 მაისს, ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა, ფინეთის პრეზიდ...
20/05/2026

2026 წლის 8 მაისს, ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა, ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის მოწვევით, დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელთათვის გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში ელჩს შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედრები გაემართა ფინეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

შეხვედრების დროს განხილული იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

On May 8, 2026, the Ambassador of Georgia to the Republic of Finland, Irakli Khutsurauli, attended a reception for Heads of Diplomatic Missions hosted by the President of Finland, Alexander Stubb.

Within the framework of the event, the Ambassador had the opportunity to hold meetings with the President of Finland, the Speaker of Parliament, and other senior officials.

The discussions focused on current issues of bilateral and multilateral cooperation, as well as prospects for further strengthening relations between Georgia and Finland.

ხმა მიეცი საქართველოს!!!ხმის მიცემა დაიწყება ფინეთის დროით 23:25 საათზე.Eng.Vote for Georgia!Voting begins at 23:25.
11/05/2026

ხმა მიეცი საქართველოს!!!

ხმის მიცემა დაიწყება ფინეთის დროით 23:25 საათზე.

Eng.

Vote for Georgia!
Voting begins at 23:25.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიი...
05/05/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ მონაწილეობდნენ.

Eng.

Prime Minister of Georgia Irakli Kobakhidze participated in a round-table discussion titled "Strengthening Connectivity and Economic Security" within the framework of the 8th European Political Community Summit.

During his speech, the Head of Government emphasized Georgia's special role in ensuring connectivity and discussed major infrastructure projects implemented by the Georgian government to support this function. These include the Baku-Tbilisi-Kars railway, high-speed highways, and the Anaklia Deep Sea Port.

Irakli Kobakhidze also highlighted the importance of diversifying transport and energy routes, speaking on the strategic significance of the Southern Gas Corridor and the Black Sea Submarine Cable projects.

The Head of the Government of Georgia reaffirmed readiness to continue close cooperation with partners and noted that strong connectivity is a primary prerequisite for long-term stability.

The discussion was co-chaired by Croatia's Prime Minister Andrej Plenković and Norway's Prime Minister Jonas Gahr Støre. Participants included Canada's Prime Minister Mark Carney, Belgium's Prime Minister Bart De Wever, President of the European Commission Ursula von der Leyen, North Macedonia's President Gordana Siljanovska-Davkova, Slovakia's Prime Minister Robert Fico, and OSCE Secretary General Feridun Sinirlioğlu.

🔗 https://www.facebook.com/share/p/18MC2VPzpR/?mibextid=wwXIfr

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს. სამიტის მო...
05/05/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს.

სამიტის მონაწილე ლიდერებს ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მასპინძლობს.

მთავრობის მეთაური ევროპელ ლიდერებს დღეს სიტყვით მიმართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამიტი გამოყენებული იქნება ორმხრივი შეხვედრებისთვისაც, სიტყვით გამოსვლისას კი ყურადღება დაეთმობა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროპისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

„ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად - დასავლეთთან ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია, ამაზე აქტიურად გვექნება საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაური დაესწრო სამიტის პლენარულ სესიას, რომელიც მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გახსნეს.

სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

Eng.

Prime Minister of Georgia Irakli Kobakhidze is participating in the 8th Summit of the European Political Community (EPC).

The summit participants are being hosted in Yerevan by the Prime Minister of the Republic of Armenia, Nikol Pashinyan.

The Head of Government will address European leaders today during a round-table discussion focused on strengthening connectivity and economic security.

Irakli Kobakhidze noted that the summit will also serve as a venue for bilateral meetings. In his speech, he will emphasize Georgia's strategic role in European connectivity.

"We connect seven countries to the Black Sea and, subsequently, to the West in terms of economics and trade. Naturally, we will discuss this actively. Georgia holds significant importance for Europe regarding connectivity," stated Irakli Kobakhidze.

The Head of Government attended the plenary session, which was opened by host Prime Minister Nikol Pashinyan and European Council President António Costa.

The summit participants concluded the session with an official joint

🔗 https://www.facebook.com/share/p/1B8j2rb8Jz/?mibextid=wwXIfr

25/04/2026

🇬🇪🇫🇮 24 აპრილს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა.

➡️ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რეფორმებს, განათლების სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებს შეეხო.

➡️სტუდენტები და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები საქართველოში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ, რომლის ფარგლებში შეხვედრები სხვადასხვა უწყებებში გამართეს.

იხ. ბმული: https://parliament.ge/media/news/giorgi-chakvetadze-helsinkis-universitetis-aleksanteris-institutis-studentebsa-da-akademiur-personals-shekhvda?fbclid=IwY2xjawRZt-VleHRuA2FlbQIxMABicmlkETBzNm81ZVhTam55YXNKYkExc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHlEC2LcJjmbZU2ZUA4ZGkLt3YjZawFDSFVY-JgDLMhK0oqlq8HJ1-7AsxV2w_aem_iEaH_e3gFtFDdnl_XHy2Xw

Osoite

Itäinen Teatterikuja 1 E 29
Helsinki
00100

Aukioloajat

Maanantai 10:00 - 18:00
Tiistai 10:00 - 18:00
Keskiviikko 10:00 - 18:00
Torstai 10:00 - 18:00
Perjantai 10:00 - 18:00

Puhelin

092783031

Hälytykset

Tiedä ensimmäisenä ja anna meille oikeus lähettää sinulle sähköpostitse uutisia ja promootioita Georgia in Finland :ltä. Sähköpostiosoitettasi ei käytetä muihin tarkoituksiin, ja voit perua milloin tahansa.

Ota Yhteyttä Organisaatio

Lähetä viesti Georgia in Finland :lle:

Jaa